Accentnews.ge
გიორგი ვაშაძისა და მასთან ერთად დაკავებული ხუთი პირის სასამართლო პროცესი 13 დეკემბრისთვის გადაიდო

გიორგი ვაშაძისა და მასთან ერთად დაკავებული ხუთი პირის სასამართლო პროცესი 13 დეკემბრისთვის გადაიდო

12/12/2019 17:00:17 სხვა, სამართალი

პარლამენტთან აქციაზე დღეს დაკავებული პირების - გიორგი ვაშაძეს, ირაკლი კუპრაძეს, გიორგი ბუნტურს, ზურაბ კოსტავას, ირაკლი ჯუღელისა და ნოდარ ბრეგაძის სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადადო. სხდომა 14:00 საათზე გაიმართება. 

სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. ადვოკატების პოზიციით, მათ არ ჰქონდათ საკმარისი დრო იმისთვის, რომ მტკიცებულებები მოეძიებინათ და წარედგინათ.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6-ვე პირი ხვალამდე გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 16 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან: გიორგი ვაშაძე, გურამ ჩალაგაშვილი, გია თევდორაძე, ბესო გაზდელიანი, გიორგი ბუნტური, ლევან გახელაძე, ირაკლი კუპრაძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S