
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
22/05/2019 16:24:12 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. კერძოდ, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7756 ლარი ეღირება, ევრო კი – 3.1001 ლარი.
დღეს, 22 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7676 ლარი ღირს, ევრო კი – 3.0848 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან, 23 მაისიდან შევა ძალაში.