Accentnews.ge
იტალია ევროკავშირს გადაწყვეტილებების სრული კონსენსუსით მიღების პრინციპზე უარის თქმისკენ მოუწოდებს

იტალია ევროკავშირს გადაწყვეტილებების სრული კონსენსუსით მიღების პრინციპზე უარის თქმისკენ მოუწოდებს

04/05/2022 10:14:11 ევროპა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ მოუწოდა ევროკავშირს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე საგარეო პოლიტიკის საკითხებში გადაწყვეტილებების სრული კონსენსუსით მიღების პრინციპზე უარი თქვას და ჩარჩო-შეთანხმებაში შესაბამისი ცვლილებების მომზადება დაიწყოს, - იუწყება "Euobserver".

"ევროპამ პრაგმატული ფედერალიზმისკენ უნდა იაროს, რათა უკეთ შეიარაღდეს ეკონომიკის, ენერგეტიკის, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში. თუ ამისთვის საჭირო გახდება შესაბამისი შეთანხმებების შეცვლა, ჩვენ ვალდებულები ვართ, ეს გავაკეთოთ იმის გათვალისწინებით, რომ უნდა ვუპასუხოთ რუსეთს, რომელმაც კონტინენტზე მშვიდობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ჩვენ უნდა დავძლიოთ გადაწყვეტილებების ერთხმად მიღების პრინციპი, რომელიც ვეტოებს იწვევს და ვიაროთ გადაწყვეტილებების კვალიფიციური უმრავლესობით მიღებისკენ", – განაცხადა დრაგიმ.

ცნობისთვის: ევროკავშირის შემთხვევაში კვალიფიციური უმრავლესობა - ეს არის 27 წევრი ქვეყნიდან 15, რომელიც ჯამში ევროპის მოსახლეობის სულ მცირე, 65%-ს წარმოადგენს.

"ევროპა, რომელსაც გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება შეეძლება, იქნება ევროპა, რომელიც მეტ ნდობას დაიმსახურებს როგორც საკუთარი, ისე მთელი მსოფლიოს მოსახლეობის მხრიდან", – დასძინა დრაგიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S