Accentnews.ge
NDI – რესპონდენტთა 39 % საბჭოთა კავშირის დაშლას „ცუდ მოვლენად“ აფასებს

NDI – რესპონდენტთა 39 % საბჭოთა კავშირის დაშლას „ცუდ მოვლენად“ აფასებს

20/05/2019 08:31:47 სხვა, საზოგადოება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 39 % საბჭოთა კავშირის დაშლას „ცუდ მოვლენად“, 50% კი „კარგ მოვლენად“ აფასებს.

კვლევის თანახმად, იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლას „ცუდ მოვლენად“ აფასებს, წინა კვლევის შედეგებთან შედარებით, რომელიც 2018 წლის მარტში ჩატარდა, 3%-ით შემცირდა. გარდა ამისა, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მონაცემების მიხედვით, 14-დან 11%-მდეა შემცირებული იმ რესპონდენტების რიცხვიც, რომლებმაც ამ კითხვაზე წინა კვლევისას პასუხი „არ ვიცი“ გასცა.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის საველე სამუშაობი 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი. NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S