
უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ენერგეტიკული სანქციების პაკეტს ვეტოს დაადებს
02/05/2022 07:58:17 მსოფლიო
უნგრეთის მთავრობა ვეტოს დაადებს ევროკავშირის ნებისმიერ ინიციატივას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ენერგეტიკული სანქციების პაკეტის დამტკიცების შესახებ. ამის შესახებ მთავრობის კაბინეტის მინისტრმა გერგელი გულიასმა განაცხადა.
მისი თქმით, უნგრეთის მთავრობა არ დაუშვებს, რომ ევროკავშირმა აკრძალოს რუსეთიდან ნედლი ნავთობის ან ბუნებრივი აირის იმპორტი, რადგან ამით ქვეყნის ეკონომიკა და ენერგეტიკული სექტორი დაზარალდება, მოსახლეობას კი ელექტროენერგია, გაზი და საწვავი მკვეთრად გაუძვირდება.
Bloomberg-ს ინფორმაციით, კომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შექმნაზე მუშაობს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება რუსული ენერგორესურსების იმპორტის ნაწილობრივ შეზღუდვა. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები რუსეთიდან ნავთობისა და გაზის შესყიდვების სრულად აკრძალვასაც განიხილავენ.