
NDI – გამოკითხულთა 51%-ის აზრით, ქართულმა ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია უნდა აღიაროს
20/05/2019 08:05:32 სხვა, საზოგადოება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 51% მიიჩნევს, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია უნდა აღიაროს.
კვლევის შედეგეის თანახმად, გამოკითხულთა 13% –ის აზრით, ქართულმა ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია არ უნდა აღიაროს, 35%-მა დასმულ კითხვას უპასუხა, რომ არ იცის. რესპონდენტთა 1%-მა პასუხზე უარი თქვა.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, რიგ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს).
ცნობისთვის: კონსტანტინოპოლმა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსი 2019 წლის 6 იანვარს გადასცა. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აქამდე არ უღიარებია საქართველოს საპატრიარქოს.