
სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტში ხუთი სოფელი დააზარალა
20/05/2019 07:58:45 სხვა, საზოგადოება
ყვარლის მუნიციპალიტეტში სეტყვის შედეგად ხუთი სოფელი: ჭიკაანი, გავაზი, კუჭატნარი, სანავრდო და წიწკანაანთსერი დაზარალდა.
სეტყვამ მარწყვის, საზამთროსა და ნესვის ბაღები გაანადგურა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია.