
ქართველმა სამბისტებმა ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს
20/05/2019 05:26:47 სხვა, საზოგადოება
ქართველმა სამბისტებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს. სამბოში ევროპის ჩემპიონის ტიტული თორნიკე ჭოველიძე (62 კგ) და ელენე ქებაძე (+80 კგ ) დაისაკუთრეს. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
ვერცხლის მედლები მოიპოვეს ნინო ოძელაშვილმა (80 კგ) და ბექა ბერძენიშვილმა (+100 კგ). ბრინჯაოს დაეუფლა ირაკლი კუპატაძე (57 კგ).
ესპანეთის ქალაქ ხიხონში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. მთლიანობაში საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჩემპიონატის პირველ დღეს ოქროსა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები მინდია ლილუაშვილი (68 კგ) და ლევან ბერბერაშვილი (52 კგ) გახდნენ. საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.