Accentnews.ge
ნაცუ ბაშო: ტოშინოშინი სუპერტურნირის ლიდერია

ნაცუ ბაშო: ტოშინოშინი სუპერტურნირის ლიდერია

18/05/2019 08:23:27 სხვა, საზოგადოება

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე "ტოჩინოშინმა" ზაფხულის ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეშვიდე ბრძოლა მოიგო. ლევანის დღევანდელი მეტოქე ექს-ოძეკი კოტოშოგიკუ იყო. ტოჩის კოტოშოგიკუსთან უარყოფითი ბალანსი ჰქონდა 9:24. დღეს კი მის წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ მე-10 ბრძოლა მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინს 7:0-ზე ბალანსი აქვს და გათამაშების ლიდერია. მას ოძეკის სტატუსის დასაბრუნებლად კიდევ სამი ორთაბრძოლის მოგება სჭირდება.  


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S