Accentnews.ge
ჭიათურაში მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს

ჭიათურაში მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს

17/05/2019 14:14:52 სხვა, საზოგადოება

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების ნაწილმა მერიის შენობის წინ შიმშილობა დაიწყო. პარალელურად გრძელდება მაღაროელების გაფიცვა. 

ჭიათურის მაღაროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის 200-მდე მაღაროელია გაფიცული.

მათთან შეთანხმებას კომპანიამ ვერ მიაღწია, რის გამოც მაღაროების უმეტესობაში მუშაობა შეჩერებულია.

შეხვედრა თითქმის ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა უშედეგოდ. მაღაროელებმა აქციაზე ისევ ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს.

"ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, ამ ეტაპზე კომპანიას ხელფასის მაქსიმიმუმ 15%-იანი ზრდა შეუძლია, თუმცა ამ შეთავაზებაზე დასაქმებულებმა უარი განაცხადეს. ჩიქოვანმა მათ დრო ოთხშაბათამდე სთხოვა, რათა მთავრობასთან და შესაბამის უწყებებთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა, თუმცა მაღაროელებმა ამ თხოვნაზეც უარი განაცხადეს და შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ცნობისთვის: მაღაროელების ნაწილი 15 მაისს გაიფიცა. მთავარი მოთხოვნა ხელფასების 50%-იანი გაზრდა, ჯანდაცვის და შრომის პირობების გაუმჯობესება და ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S