
ლაგოდეხში ხანძრია – ადგილზე 9 სახანძრო ბრიგადა მუშაობს
19/08/2019 10:40:11 სხვა, რეგიონები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშi, სოფელ მაწიმში ცეცხლი ბუჩქნარს და ეკალ-ბარდს უკიდია.
ხანძარი დასახლებასთან ახლოს არ არის, ამიტომ, საცხოვრებელ სახლებზე გავრცელების საშიშროება არ დგას.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძრის ლოკალიზების მიზნით ადგილზე 9 სახანძრო მანქანა მუშაობს.