
ნადირობის ქალღმერთ დალის ქანდაკებამ სასულიერო პირის უკმაყოფილება გამოიწვია
30/07/2019 10:08:01 სხვა, რეგიონები, საზოგადოება
ქვემო სავანეთში, ლენტეხის რაიონში ქართული მითოლოგიის პერსონაჟის – ნადირობის ქალღმერთ დალის ქანდაკების დადგმა იგეგმებოდა, თუმცა იდეა მიტროპოლიტმა სტეფანემ დაიწუნა, რომელმაც მონუმენტი კერპად შეაფასა. ამასთან, როგორც სასულიერო პირი ამბობს, საკუთარ პოზიციას წერილობითი სახით მოგვიანბით განმარტავს.
ირკვევა, რომ ტენდერი უკვე დასრულებულია და მიუხედავად აღნიშნულისა, როგორც მერიაში აცხადებენ, ესკიზი კორექტირებას გაივლის და იქნება “ეკლესიურადაც კარგი და ხალხისთვისაც კარგი“.
მუნიციპალიტეტმა რაიონის ქალაქის ცენტრში შადრევნის განთავსებაზე 188 417 – ლარიანი ტენდერი ჯერ კიდევ მაისში გამოაცხადა. ის მოიგო კომპანია შპს “დეკორაციების და ქანდაკებების სახლმა“.