Accentnews.ge
ახალგაზრდამ ვაქცინაციის წყალობით 1 მილიონი მოიგო

ახალგაზრდამ ვაქცინაციის წყალობით 1 მილიონი მოიგო

28/05/2021 12:03:01 ეს საინტერესოა

აშშ-ში, ოჰაიოს შტატში მცხოვრებმა 22 წლის ები ბაგინსკიმ კორონავირუსის ვაქცინაციის ლატარიის წყალობით ერთი მილიონი დოლარი მოიგო, - იუწყება „ენ-ბი-სი“.

ინფორმაციისთვის: ოჰაიოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხუთი ოთხშაბათის განმავლობაში ვაქცინირებული პირებისთვის ლატარია ტარდება, მთავარი პრიზი კი 1 მილიონი დოლარია.

გამარჯვების შესახებ ბაგინსკის ოჰაიოს გუბერნატორმა შეატყობინა.

ბაგინსკისთან ერთად ლატარიაში 14 წლის ჯოზეფ კოსტელომაც გაიმარჯვა. შტატი მას ოჰაიოში მდებარე ნებისმიერ უნივერსიტეტში სწავლას 4 წლის განმავლობაში დაუფინანსებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S