Accentnews.ge
გაერო: კვირაში 55 ან მეტი საათის განმავლობაში მუშაობა ნაადრევი სიკვდილის საფრთხეს ზრდის

გაერო: კვირაში 55 ან მეტი საათის განმავლობაში მუშაობა ნაადრევი სიკვდილის საფრთხეს ზრდის

17/05/2021 15:29:11 ეს საინტერესოა

გულის დაავადებებით ან ინსულტით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის საფრთხე უფრო მაღალია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კვირაში 55 საათს ან მეტს მუშაობენ,– ნათქვამია გაერო–ს ანგარიშში.

გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) გამოკვლევა ჟურნალში Environment International გამოქვეყნდა და წარმოადგენს ხანგრძლივი დროის მუშაობით სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის გამოწვეული საფრთხეების პირველ გლობალურ შეფასებას. კვლევა პანდემიამდელ პერიოდში (2000-2016) ჩატარდა და მოიცავდა ასიათასობით ადამიანის მონაცემების შესახებ ათობით სხვა კვლევის დამუშავებას.

"კვირაში 55 ან მეტი საათის განმავლობაში მუშაობა ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. დადგა დრო, ყველამ - მთავრობებმა, დამქირავებლებმა და დაქირავებულებმა - თვალი გავუსწოროთ ფაქტს, რომ ხანგრძლივმა სამუშაო საათებმა შესაძლოა ნაადრევი სიკვდილი გამოიწვიოს",– ამბობს WHO-ის გარემოს, კლიმატის ცვლილებების და ჯანდაცვის განყოფილების დირექტორი მარია ნირა.

WHO-ILO-ის ანგარიში ასკვნის, რომ კვირაში 55 ან მეტი საათის განმავლობაში მუშაობა - კვირაში 35-დან 40 საათამდე მუშაობასთან შედარებით, უკავშირდება ინსულტის საფრთხის 35 პროცენტით, ხოლო გულის იშემიური დაავადებით სიკვდილის საფრთხის 17 პროცენტით გაზრდას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S