
ევროპარლამენტარი კალიურანდი - ევროკავშირის მიერ მელიასთვის გირაოს გადახდაზე: ”მსგავსი პრეცედენტის თაობაზე არ მსმენია"
10/05/2021 10:41:32 პოლიტიკა
ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი ევროკავშირის მიერ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ მას მსგავსი პრეცედენტის შესახებ არ სმენია.
”მსგავსი პრეცედენტის თაობაზე სხვა საქმეებთან დაკავშირებით მე არ მსმენია", – განუცხადა ევროპარლამენტარმა "აქცენტს". თუმცა მან თავად ამ ჟესტის შეფასებისგან თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 16:00 საათზე გაიმართება. პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ იმსჯელებენ.
გირაოს თანხა, რომლის გადახდასაც პროკურატურა ითხოვა, ევროკავშირმა 7 მაისს გადარიცხა.
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება.