Accentnews.ge
შარლ მიშელი: „დროა, გაკეთდეს კომპრომისები. დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება“

შარლ მიშელი: „დროა, გაკეთდეს კომპრომისები. დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება“

22/03/2021 17:14:50 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ბრუნდება.

როგორც თავად შარლ მიშელი Twitter-ში წერს, დანიელსონი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციას გააგრძელებს.

„შევაჯამეთ დანიელსონის მედიაციით საქართველოში მიღწეული პროგრესი ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. დროა, გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები. წარმომადგენელი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება“,- წერს მიშელი.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც ქართულ ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. მას საქართველო 14 მარტს უნდა დაეტოვა, თუმცა დიპლომატმა ვიზიტი გაახანგრძლივა.

ბოლო შეხვედრა მხარეემს შორის დანიელსონის მედიაციით, 19 მარტს შედგა, თუმცა 9-საათი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S