Accentnews.ge
„აქამდე მხოლოდ ლიტერატურულად აღვწერდით სერიოზულ სინდრომებს, სამწუხაროდ, შემთხვევები უკვე გვქონდა“ – ექიმი კოლეგებს მიმართავს

„აქამდე მხოლოდ ლიტერატურულად აღვწერდით სერიოზულ სინდრომებს, სამწუხაროდ, შემთხვევები უკვე გვქონდა“ – ექიმი კოლეგებს მიმართავს

07/12/2020 08:34:34 კომენტარი

გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო დამოკიდებულება, რომ კორონავირუსი ბავშვებში მსუბუქად მიმდინარეობს და ეს ერთგვარ სიმშვიდის საფუძველსაც ქმნიდა, თუმცა სადღეისოდ მიდგომები შეიცვალა.

„კორონავირუსს თავისებურება ახასიათებს: დაავადება იმ ეტაპზე არ მთავრდება, როდესაც ცუდად ხარ – დაავადება შემდეგაც გრძელდება, ჩნდება მთელი რიგი პრობლემები და ეს დამოკიდებულია ინდივიდზე, მის ასაკზე და პრემორბიტულ დაავადებებზე.

კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების მატებას მძიმე შეთხვევების მატებაც ახლავს თან. ამდენად, ბავშვებში უკვე ისეთი მარტივი ფორმები აღარ გვაქვს, როგორც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვქონდა“,– ამბობს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი მალვინა ჯავახაძე.

ექიმი მოქალაქეებს ყურადღებისა და პასუხისმგებლობისკენ, ექიმებს კი პალატებში შესვლისკენ მოუწოდებს.

რა შემთხვევაში უნდა ჩაირთოს „განგაშის სიგნალი“ და ყურადღება მეტად გამახვილდეს სიმპტომებზე

როგორც ჯავახაძე ამბობს, სადღეისოდ ცხელების 80%–ზე მეტი როგორც წესი, კორონავირუსითაა გამოწვეული. ამდენად, იმთავითვე ეჭვი კორონავირუსზე უნდა ვიფიქროთ, თუნდაც სახეზე მხოლოდ სუფებრილიტეტი იყოს.

ექიმი ამბობს, რომ პირველი სიმპტომი შეიძლება, იყოს ტემპერატურა, მუცლის ტკივილი და შემდეგ დიარეა:

„პირველი ხუთი დღე არის ვირუსის აქტივაციის პერიოდი – ვირუსული ფაზა. ხაზგასმით ვამბობ, რომ ამ ეტაპზე არანაირი ანტიბიოტიკი არაა საჭირო.თუ ცხელება უმართავია, ექიმის ჩართვაა აუცილებელი, მით უფრო რომ ნერვოლოგიური გართულებები ხშირია როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში.

მეორე ეტაპია ფილტვის ფაზა: კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების 10%–მდე გადადის ამ ფაზაში“,– ყვება ექიმი „ფორმულას“ ეთერში.

როგორც ჯავახაძე აღნიშნავს, მეორე ფაზაში გადასვლის ეტაპზე პირველი სიმპტომის გამოვლენიდან მეშვიდე დღეს იწყება და მსგავსი გართულება უფრო ხშირად 13 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში დაფიქსირდა:

„განვითარდა პნევმონია და ძალიან ხშირად (ბოლო პერიოდში რამოდენიმე ათეული შემთხვევა გვქონდა), პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ზუსტად ამ პერიოდში მოხდა – გაგრძელდა ცხელება ან გამოიხატა ფილტვის დაზიანების სიმპტომები: მშრალი ხველა სველ ხველაში გადავიდა, სატურაცია შემცირდა და ა.შ.“

ამასთან, ექიმი კოლეგების საყურადღებოდ აღნიშნავს, რომ უკვე ფიქსირდება ისეთი იშვიათი დაავადებებიც, რომლებიც აქამდე მხოლოდ ლიტერატურულად იყო აღწერილი:

„სამწუხაროდ, აქამდე მხოლოდ ლიტერატურულად აღვწერდით სერიოზულ სინდრომებს, რომელიც ბავშვებში გვხვდებოდა: მულტისისტემური ანთებითი სინდრომები, კავასაკის მსგავსი მდგომარეობები. ჩვენ ერთეული შემთხვევები უკვე გვქონდა: დაახლოებით, პირველი სიმპტომის გამოვლენიდან მე–4 ან მე–5 დღეს განვითარდა მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე ეს რამოდენიმე შემთხვევა ჩვენი ექიმების მიერ მართულია, მაგრამ მხოლოდ ის უწყინარი სარსკოვ–2 აღარ არის, ამიტომ, მეტი სიფრთხილეა საჭირო“.

ექიმის თქმით, კლინიკის მიერ აღრიცხულ ხსენებულ რამოდენიმე შემთხვევის დროს დაავადება ცხელებით დაიწყო, ოჯახის ექიმებმა სატელეფონო კონსულტაციით ჩათვალეს, რომ ვირუსის აქტივაციის ფაზა იყო, მაგრამ „ბავშვს ყელში ჩახედეს და კარგი დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი ნადები არ იყო“:

„დაავადება თავიდანვე ძალიან აგრესიულად მიმდინარეობდა, იმდენად, რომ მეხუთე დღეს უკვე ფილტვის ძალიან მაღალი ხარისხის დაზიანება იყო“.

ექიმის თქმით, აღნიშნული შემთხვევები 10–11–12 წლის ასაკის მოზარდებში დაფიქსირდა, თუმცა მეტია ასაკი, მით მეტია საყურადღებო და გართულებებით მიმდინარე დაავადების შანსი.

ტემპერატურის მიმდინარეობის ცვალებადობა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსს ერთგვარი „რენტგენი“ უწოდა. ჯავახაძე იზიარებს ამ შეფასებას და განმარტავს, რომ კორონავირუსს ყველა ორგანოს მიმართ ტროპიზმი ახასიათებს: ავლენს იმ სუსტ ორგანოს, რომელიც ბავშვისთვის პრობლემურია თუ ბავშვს თანდაყოლილი ან შემდეგ შეძენილი პრობლემა აქვს, ვირუსის მიმდინარეობის პერიოდშივე ვლინდება:

„სამწუხაროდ, გვქონდა შემთხვევები, როდესაც ვირუსი ფაქტობრივად უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, ბავშვს მხოლოდ საერთო სისუსტე და გლუკოზა მკვეთრად მომატებული ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ გლუკოზა იმ ასაკში დიაბეტის გამოვლინება იყო. ანუ ვირუსმა დიაბეტი გამოავლინა, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ მაინც გამოვლინდებოდა“.

ექიმი მშობლების საყურადღებოდ აღნიშნავს, რომ ტემპერატურის შეწყვეტა და შემდეგ განახლება ნორმა არაა:

„მე, როგორც ინფექციონისტი მნიშვნელოვან სიგნალს ვხედავ: ესე იგი სადღაც ფონური მდგომარეობის გააქტიურება ხდება და ამ დროს კვლევები უნდა ჩაერთოს“.

რას ტოვებს კოვიდი

როგორც ექიმი აღნიშნავს, კორონავირუსი 5–7 დღის შემდეგ სისხლში აღარ ცირკულირებს. ამის შემდეგ ვითარდება იმუნური შეტევა, რომელიც არანაკლებ პრობლემურია ან ვითარდება სხვადასხვა ფონური დაავადება, რომელთაც მკურნალობა სჭირდებათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S