Accentnews.ge
ქვრივიშვილი​ პომპეოს ვიზიტსა და აშშ-ის ფინანსური დახმარების კანონოპროექტს ეხმიანება

ქვრივიშვილი​ პომპეოს ვიზიტსა და აშშ-ის ფინანსური დახმარების კანონოპროექტს ეხმიანება

11/11/2020 12:01:55 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტსა და აშშ-ის ფინანსური დახმარების კანონოპროექტს "საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ" მხარდაჭერის გამოხატულებად მიიჩნევს.

"ორი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გამყარებას და აშშ-ს მხარდაჭერას ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ:

1 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, საქართველოს 17-18 ნოემბერს ესტუმრება რაც აშშ-ს მხრიდან გზავნილია საქართველოს სტაბილურობის, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის. ეს კი კიდევ უფრო მეტად ამტკიცებს საქართველოს როგორც რეგიონში, ლიდერი ქვეყნის როლს

2 აშშ-ის სენატის საბიუჯეტო კომიტეტმა გამოაქვეყნა საგარეო ოპერაციების 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი. დოკუმენტის თანახმად, საქართველო აშშ-ისგან $132 მილიონის მოცულობის დახმარებას მიიღებს. მნიშვნელოვანია რომ, სენატის მიერ გამოქვეყნებულ ბიუჯეტის პროექტში არაა გათვალისწინებული თანხების გამოყოფის 15%-იანი შეზღუდვის პუნქტი", – წერს ქვრივიშვილი​ სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S