Accentnews.ge
საქართველოში საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

საქართველოში საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

11/11/2020 11:31:38 საშინაო პოლიტიკა

საქართველოში საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. კერძოდ, დემონსტრანტები ზუგდიდში, გორში, წყალტუბოში, ბათუმსა და თბილისში (გლდანში, სამგორში, ვაკესა და ნაძალადევში) საოლქო საარჩევნო კომისიების შენობების წინ არიან შეკრებილები.

ოპოზიციის წევრები და მათი მხარდამჭერები კომისიებში მიმდინარე პროცესს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ „ამომრჩეველთა ხმების გაყალბება გრძელდება“.

ბათუმის, ვაკისა და ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომა "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი თქმით, "კომისია გაყალბებული ოქმების დაკანონებას აპირებს".

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით შემაჯამებელი სხდომები საოლქო კომისიებში 15:00 საათისთვის დაიწყო.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცსკ–ის თავმჯდომარე თამარ ჟვანია დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს. ისინი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვას მოითხოვენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S