Accentnews.ge
„გირჩმა“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მორიგი შეთანხმება გააფორმეს

„გირჩმა“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მორიგი შეთანხმება გააფორმეს

10/11/2020 12:33:15 საშინაო პოლიტიკა

პოლიტიკური პარტიები „გირჩი“, „ევროპული საქართველო,“ „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნავენ, რომ არ აპირებენ „გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას“.

4 პარტიის განცხადების ტექტს უცვლელად გთავაზობთ:

„ივანიშვილის რეჟიმმა უკვე ბევრჯერ გვაჩვენა, რომ აპირებს უკანონო ძალის გამოყენებით ხელისუფლების შენარჩუნებას. ცესკოს წინ მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევა წყლის ჭავლით და გუშინ სამოქალაქო აქტივისტების უკანონო დაკავება წარმოადგენს ამ არალეგიტიმური რეჟიმის ქვეყნისთვის სახიფათო რეაქციას მშვიდობიან პოლიტიკურ და სამოქალაქო პროტესტზე.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მყარ პოზიციას, რომ არ ვაპირებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას. ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია - არჩევნების ხელახლა ჩატარება, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სწორედ ამ საკითხზე უნდა გაიმართოს დიალოგი ივანიშვილის რეჟიმთან საქართველოს საერთაშორისო მეგობრების შუამავლობით.

მოვითხოვთ შსს-სგან არ დაუშვან პოლიციური ძალების ახლო კონტაქტი მომიტინგეებთან, რადგან მათი კომპეტენცია და გამოცდილება არაა საკმარისი ამ ტიპის ვითარების ეფექტურად და კანონის ფარგლებში სამართავად.

მოვუწოდებთ მშვიდობიან მანიფესტანტებს, მათ შორის ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერებს, რომლებიც სამართლიანად არიან აღშფოთებული გაყალბებული არჩევნების და ხელისუფლების მხრიდან ძალადობის გამო, არ შევიდნენ ფიზიკურ კონფრონტაციაში პოლიციასთან. ნებისმიერი ვინც ასე არ მოიქცევა, თავად გაემიჯნება მშვიდობიან პროტესტს. მზად ვართ გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის. ჩვენი პროტესტის ძალა მშვიდობიან ქმედებებშია. ოპოზიციის საერთო შეთანხმებით პროტესტის შემდგომი ადგილი იქნება საპროტესტო აქცია 14 ნოემბერს თბილისში, ხოლო 21 ნოემბერს, გაყალბებული არჩევნების მეორე ფიქტიური ტურების დროს, მშვიდობიანი, ცოცხალი ჯაჭვი“.

ცნობისთვის: ამ წუთებში "ლალოს" ოფისში პოლიტიკური ლიდერები იკრიბებიან, მათ შორის არიან ენმ–ის წევრებიც. როგორც ცნობილია, პოლიტიკოსებს ხსენებულ განცხადებას გააცნობენ და სთხოვენ, თავადაც შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შინაარსის შეთანხმება თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ჩართულობით ერთი კვირის წინაც გაფორმდა. განცხადებას ხელს არ აწერს "პატრიოტთა ალიანსი", თუმცა ხელისუფლებისადმი ანალოგიური მოთხოვნები აქვს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S