Accentnews.ge
NATO-ს ჯარების მეთაური: უკრაინამ ნაწილობრივ გადაჭრა ცოცხალი ძალის პრობლემა

NATO-ს ჯარების მეთაური: უკრაინამ ნაწილობრივ გადაჭრა ცოცხალი ძალის პრობლემა

07/04/2025 19:20:44 მსოფლიო

ევროპაში ნატოს ჯარების მთავარსარდლის კრისტოფერ კავოლის თქმით, უკრაინამ ნაწილობრივ გადაჭრა ცოცხალი ძალის ნაკლებობის პრობლემა - ქვეყანაში გაიზარდა მობილიზაციას დაქვემდებარებული ასაკობრივი ჯგუფის მოცულობა, ასევე გაუმჯობესდა მოხალისეთა რეკრუტირების სისტემა. ამის შესახებ გენერალმა სენატის თავდაცვის კომიტეტზე გამოსვლისას ისაუბრა.

ამასთან, მისი ცნობით, სულ უფრო და უფრო მწვავდება რუსულ არმიაში ჯავშატექნიკისა და ცოცხალის ძალის უკმარისობის პრობლემა.

"თავის მხრივ უკრაინელებმა ძალიან ძლიერი თავდაცვითი პოზიციები დაიკავეს, ისინი კარგად არიან გამაგრებულები და როგორც ჩანს ნაწილობრივ მაინც გადაჭრეს ცოცხალი ძალის ნაკლებობის პრობლემა, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე ძალიან მწვავედ ვლინდებოდა",- თქვა ამერიკელმა გენერალმა.

მობილიზაციის ასაკის გაზრდის და მოხალისეთა სისტემის გაუმჯობესების გარდა, გენერალმა თქვა, რომ შიდა გადალაგებების ფონზე გაიზარდა არსებული რესურსის გამოყენების ეფექტურობა და ზურგის სამხედრო ნაწილებიდან ფრონტზე გადასროლილ ჯარისკაცთა რაოდენობა.

მისი შეფასებით უკრაინა არ არის განწირული ომში დამარცხებისთვის, თუმცა ამასთანავე უახლოეს მომავალში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მასშტაბური იერიშზე გადასვლის შანსიც დაბალია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S