Accentnews.ge
კორონავირუსის შემთხვევა სომხეთშიც დადასტურდა

კორონავირუსის შემთხვევა სომხეთშიც დადასტურდა

01/03/2020 05:49:18 კავკასია

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა,– ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი „ფეისბუქში“ წერს.

ფაშინიანი აღნიშნავს, რომ ინფიცირებული სომხეთის მოქალაქე, 29 წლის მამაკაცია, რომელიც 28 თებერვალს ირანიდან მეუღლესთან ერთად დაბრუნდა. ინფიცირებული თავად მივიდა სამედიცინო დაწესებულებაში.

სომხეთის პრემიერის თქმით, მოქალაქეს თავდაპირველად მომატებული ჰქონდა ტემპერატურა, ამჟამად კი თავს კარგად გრძნობს.

ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით გათვალისწინებული ყველა ზომა გატარდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S