Accentnews.ge
მოსამართლის სახლთან გამართული აქციის მონაწილეები 5 000 ლარით დააჯარიმეს

მოსამართლის სახლთან გამართული აქციის მონაწილეები 5 000 ლარით დააჯარიმეს

10/02/2025 13:44:33 საზოგადოება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო მოსიძემ მოსამართლის სახლთან გამართული აქციის ცხრა მონაწილე 5 000 ლარით დააჯარიმა.

საუბარია ქუთაისში 26 იანვარს პატიმრობაში მყოფი მედიამენეჯერის მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის აქციაზე.

ჯარიმის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მოჰყვა შეძახილები "უსამართლო სასამართლო!", "თავისუფლება მზია ამაღლობელს!".

დააჯარიმეს: ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, მუსიკოსი ნინო ქათამაძე, მასწავლებელი ლადო აფხაზავა, ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე, ფსიქოლოგი ქეთევან ფილაური, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, აქტივისტი ირინა ზარანდია, ლანჩხუთის საკრებულოს წევრი გივი ცინცაძე, ჟურნალისტი ეკა კუხალაშვილი.

26 იანვარს ქუთაისში, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან გააპროტესტეს სააპელაციო სასამართლოს მიერ ჟურნალისტის სარჩელის დაუშვებლად ცნობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S