Accentnews.ge
უშგული-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

უშგული-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

16/11/2024 05:50:58 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, კმ101-კმ184 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტიტევადობის ავტობუსების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ100 (ზუგდიდი-ლახამულა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S