Accentnews.ge
პოლონეთმა შესაძლოა, ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტოს

პოლონეთმა შესაძლოა, ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტოს

14/10/2024 07:11:42 ევროპა

პოლონეთმა შესაძლოა, ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტოს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ისაუბრა.

ის 15 ოქტომბერს ახალი საემიგრაციო სტრატეგიის წარდგენას გეგმავს.

ტუსკის თქმით, ის დაარწმუნებს ევროკავშირს ამ გადაწყვეტილების აუცილებლობაში, ვინაიდან ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო ევროკავშირის მიერ ცხოვრების უფლების გაცემის პოლიტიკას სათავისოდ იყენებენ.

2021 წლიდან ბელარუსისა და პოლონეთის საზღვრის გადაკვეთას ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების ათასობით მიგრანტი ცდილობს.

პოლონეთის ხელისუფლება ბელარუსს ხელოვნური საემიგრაციო კრიზისის შექმნაში ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S