Accentnews.ge
საფრანგეთი მუშაობს ჯარების NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მოკლე დროში გადასროლაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევისთვის

საფრანგეთი მუშაობს ჯარების NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მოკლე დროში გადასროლაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევისთვის

08/10/2024 12:33:22 ევროპა, მსოფლიო

საფრანგეთი მომავალ წელს გამართავს წვრთნებს რუმინეთში ჯარების 10 დღეში გადასროლის მიზნით, განაცხადეს ფრანგმა სამხედროებმა.

"2025 წლის მაისში ფრანგი ჯარისკაცები მონაწილეობას მიიღებენ რუმინეთში ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებში, რომელიც შეამოწმებს ნატოს ქვეყნების შესაძლებლობას, სწრაფად გადაისროლონ ჯარები ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, თუ ვლადიმირ პუტინი გადაწყვეტს თავდასხმას ნატოს ერთ-ერთ წევრზე. ასეთი წვრთნები იქნება "სტრატეგიული სიგნალი", - თქვა ევროპაში სახმელეთო არმიის სარდალმა, გენერალმა ბერტრანდ ტუჟუსმა:

"ადრე ომს ვთამაშობდით. ახლა ჩვენ გვყავს მკაფიოდ განსაზღვრული მტერი და ვვარჯიშობთ იმ ხალხთან, ვისთანაც რეალურად ვიბრძოლებთ".

ნატოს ახალი მიზნების მიხედვით, 2027 წლისთვის საფრანგეთის არმია მზად უნდა იყოს, ერთი თვის განმავლობაში განათავსოს ბრძოლისუნარიანი დივიზია, მათ შორის აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა და უზრუნველყოფა.

დივიზია შეიძლება მოიცავდეს 10-დან 25 ათასამდე ადამიანს. ამ მიზნისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება წვრთნები რუმინეთში, სადაც დაგეგმილია 10 დღეში ბრძოლისუნარიანი ბრიგადის (3-5 ათასი კაცის) გადაყვანა, - განმარტეს საფრანგეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა. ამისათვის საჭიროა მრავალი ბიუროკრატიული და ტექნიკური სირთულის გადალახვა. ”ჯერ კიდევ არ არსებობს სამხედრო შენგენი, ევროპაში ჯარების მობილურობა გადამწყვეტად უნდა გაუმჯობესდეს”, - თქვა ტუჟუსის მოადგილემ, გენერალმა პიერ-ერიკ გილიომ.

საბაჟო შეზღუდვები არ იძლევა სამხედრო აღჭურვილობის შეუფერხებლად მიწოდების შესაძლებლობას ერთი ევროპული ქვეყნიდან მეორეში. 2022 წელს რუმინეთში ფრანგი ჯარისკაცების გადაყვანის პირველი მცდელობისას მსგავსი სირთულეები გამოიკვეთა. ქვეყნები მუშაობენ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. თებერვალში პოლონეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა ხელი მოაწერეს "სამხედრო შენგენის" შეთანხმებას, რომელიც შექმნილია საზღვრების გავლით სამხედრო მარაგების ტრანსპორტირების გასაადვილებლად.

”ჩვენ მივაღწიეთ დიდ პროგრესს მარშრუტების დივერსიფიკაციაში,” - განუცხადა გილიომ ჟურნალისტებს. ფრანგი სამხედროები ადრე მხოლოდ მატარებლებს ეყრდნობოდნენ, მაგრამ ახლა ჯარები და აღჭურვილობა სატვირთო მანქანებითა და ხომალდებით გადაჰყავთ, - თქვა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S