Accentnews.ge
დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

08/10/2024 07:45:41 ევროპა, პოლიტიკა

დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. დღის წესრიგის თანახმად, საქართველოს შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი გააკეთებს.

დებატების თემაა: „დემოკრატიის უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში“.

ევროპარლამენტის ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელთან ერთად განიხილავენ "საქართველოში დემოკრატიის გაუარესებას ამ საკითხთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე 9 ოქტომბრისთვის დაგეგმილი კენჭისყრის წინ".

„მაშინ, როცა ქვეყანა 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, შეშფოთება გაჩნდა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო, განსაკუთრებით მედიის თავისუფლებასთან და ლგბტქ+ უფლებებთან დაკავშირებით.[...] თუკი „ქართული ოცნება“ მომავალ არჩევნებში მნიშვნელოვან უმრავლესობას მოიპოვებს, არსებობს შიში, რომ საქართველოში მრავალპარტიული სისტემა და პოლიტიკური პლურალიზმი კიდევ უფრო მეტი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S