
შვედეთსა და დანიაში ისრაელის საელჩოებთან შეიარაღებული ინციდენტები მოხდა
02/10/2024 14:32:12 ევროპა
შვედეთში, სტოკჰოლმში ისრაელის საელჩოსთან სროლა იყო.
პოლიციის ცნობით, არავინ დაშავებულა და დაწყებულია გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში იარაღის გამოყენებით დანაშაულის, გარშემომყოფთათვის საფრთხის შექმნისა და უკანონო მუქარის ფაქტზე.
პოლიცია აქტიურად აგროვებს და აანალიზებს სათვალთვალო კამერებით მიღებულ მასალას.
„ჩვენ აღმოვაჩინეთ კვალი, რომელიც მიუთითებს სროლაზე ისრაელის საელჩოსთან ახლოს, მაგრამ არ გვსურს გავამჟღავნოთ, კონკრეტულად რა კვალი იქნა აღმოჩენილი, რადგან გამოძიება გრძელდება“, - განაცხადა სტოკჰოლმის პოლიციის პრეს-სპიკერმა რებეკა ლანდბერგმა.
დანიაში, კოპენჰაგენში ისრაელის საელჩოსთან ორი ხელყუმბარა აფეთქდა. დაშავებულები არ არიან. პოლიცია იძიებს მომხდარს.