
ბათუმის შემოვლითი გზისა და ანგისას ქუჩის დაერთების სამუშაოების გამო მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენიმე დღით შეიზღუდება
01/10/2024 05:13:52 რეგიონები, რეკლამა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე დაგეგმილი ბათუმის შემოვლითი გზის - ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზასთან დაერთების სამუშაოების გამო, 1-ელი ოქტომბრიდან, 5 დღის განმავლობაში, აღნიშნული გზის კმ1-კმ8 (ანგისას ქუჩა- ე.წ. “მახოს ხიდი”) მონაკვეთზე დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, გარდა ადგილობრივი მცხოვრებლების მსუბუქი ავტოტრანსპორტისა.
დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტი ჭოროხის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით იმოძრავებს.