
ინგუშეთის ლიდერმა მთავრობა დაითხოვა
27/01/2020 12:48:37 კავკასია
ინგუშეთის ლიდერმა დაითხოვა რეგიონული მთავრობა.
"მივიღე გადაწყვეტილება, დავითხოვო ინგუშეთის მთავრობა", - დაწერა ინსტაგრამზე მახმუდ-ალი კალიმატოვმა 27 იანვარს, ისე, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზები არ აუხსნია.
კალიმატოვი 8 სექტემბერს ჩაუდგა სათავეში მღელვარე რეგიონს, მას შემდეგ, რაც ის დეპუტატებმა აირჩიეს. შემდეგ, რამდენიმე დღეში ჩამოყალიბდა მთავრობა, პრემიერ-მინისტრ კონსტანტინ სურიკოვის ხელმძღვანელობით. 22 იანვარს კალიმატოვმა პირველ ვიცე-პრემიერად დანიშნა ვლადიმირ სლასტონინი და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად - ლიანა პლიევა.