Accentnews.ge
ერევნის ბიზეს-ცენტრში ცეცხლი გახსნეს

ერევნის ბიზეს-ცენტრში ცეცხლი გახსნეს

23/01/2020 15:43:39 კავკასია

მამაკაცი, რომელმაც ერევნის ბიზნეს-ცენტრ "ერებუნი პლაზაში" ცეცხლი გახსნა, გაუვნებელყოფილია და იგი პოლიციაში გადაიყვანეს, - იუწყება სომხეთის შსს.

მისივე ინფორმაციით, მსროლელთან მოლაპარაკებებს პირადად ერევნის პოლიციის უფროსი არმან სარგსიანი აწარმოებდა, მანვე გადაიყვანა მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში თავისი სამსახურებრივი მანქანით. შეიარაღებული ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, - დასძენს სომხეთის შსს.

სხვა დეტალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S