Accentnews.ge
გზების დეპარტამენტი: ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე 15 ივლისიდან 4 აგვისტომდე შეზღუდვა დაწესდება

გზების დეპარტამენტი: ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე 15 ივლისიდან 4 აგვისტომდე შეზღუდვა დაწესდება

15/07/2024 06:45:09 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 (სოფ. სასადილო-სოფ.შუამთა) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების გამო, 2024 წლის 15 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, საავტომობილო გზის კმ27-კმ60 მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ყოველი პარასკევის 15:00 სთ-დან ორშაბათის 10:00 სთ-მდე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება.

შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გამოყენებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S