
ანაკლია-განმუხურში საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა
12/07/2024 09:29:59 რეგიონები, რეკლამა
ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი გაიხსნა,– იტყობინება ზუგდიდის მერია.
სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ანაკლიაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. მათ შორის, მინი-ფეხბურთი, ქუჩის კალათბურთი , ჭიდაობა,მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი, ქვიშის ფრენბურთი ფერების ფესტივალი, დრამერების მსვლელობა.
სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს აკვაპარკმა,,ანაკლიამ"უფასო აბონიმენტი გადასცა. ღონისძიებების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია მოადგილეებთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან გრეტა წიწავასთან და პარტია " ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს სტუმრებს ჩართულობისთვის და როგორც ადგილობრივ ვიზიტორებს, ასევე ტურისტებს მოუწოდეს, გაატარონ საზაფხულო სეზონი ანაკლია-განმუხურში.
ღონისძიებები ჯგუფი „რეგიონის“ გალა კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდა. ღონისძიება ზუგდიდის მერიის ორგანიზებით გაიმართება. მხარდამჭერები: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო აკვაპარკი ანაკლია შპს "Anaklia-Ganmukhuri Res