
აზერბაიჯანში კიდევ ერთი ჟურნალისტი დააკავეს
16/01/2024 09:32:01 კავკასია
აზერბაიჯანში კიდევ ერთი ჟურნალისტი და პოლიტიკის საკითხების მიმომხილველი, შაჰინ რზაევიდააკავეს.
მას წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. ჟურნალისტი ადმინისტრაციული წესით, 15 დღით არის დაპატიმრებული.
როგორც რზაევის ახლობლები აცხადებენ, პოლიციამ ის ქუჩაში “უცენზურო გამონათქვამისა” და შემდგომ “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის” გამო აიყვანა.
აზერბაიჯანელი აქტივისტებისა და ჟურნალისტების აზრით, რზაევის დაპატიმრება აზერბაიჯანში დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის ახალი ტალღის დასაწყისია.
2024 წლის თებერვალში დანიშნულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე აზერბაიჯანში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო, რაც განსაკუთრებით აისახა ონლან გამოცემა AbzasMedia-ზე, რომელიც კორუფციულ საკითხებს იკვლევს. გამოცემის ექვსს თანამშრომელს “ჯგუფურად დაგეგმილ კონტრაბანდას” ედავებიან.