Accentnews.ge
ბაქოში ჟურნალისტი ელნარა გასიმოვა დააპატიმრეს

ბაქოში ჟურნალისტი ელნარა გასიმოვა დააპატიმრეს

15/01/2024 11:50:33 კავკასია

ბაქოში Abzas Media-ს კიდევ ერთი ჟურნალისტი ელნარა გასიმოვა პოლიციის სამმართველოში, დაკითხვის შემდეგ დააკავეს.

Abzas Media-ს ცნობით, გასიმოვას რედაქციის სხვა თანამშრომლების მსგავსად ბრალი ჯგუფურ განზრახ კონტრაბანდაში წაუყენეს.

აღსანიშნავია, რომ 20 ნოემბერს დააკავეს Abzas Media-ს დირექტორი ულვი ჰასანლი და მისი მოადგილე მუჰამედ კეკალოვი, 21 ნოემბერს მთავარი რედაქტორი - სევინჯ ვაგიფგიზი, 30 ნოემბერს რეპორტიორი - ნარგიზ აბსალამოვა, 13 დეკემბერს გამომძიებელი ჟურნალისტი - ჰაფიზ ბაბალი. .

მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 206.3.2 მუხლითაც წაუყენეს (ჯგუფურად დაგეგმილი კონტრაბანდა). ჟურნალისტები ბრალდებებს არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ მათი დაკავება მათ ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება, განსაკუთრებით Abzas Media-ს გამოქვეყნებულ კორუფციულ გამოძიებებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S