
ბაიდენის მრჩეველი ახლო აღმოსავლეთში ტურნეს იწყებს
14/11/2023 18:19:10 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მთავარი მრჩეველი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ბრეტ მაკგურკი ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს, კატარსა და საუდის არაბეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
მისი ცნობით, იგი შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს და ისრაელის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელებს.
"ისრაელში ვიზიტისას ბრეტ მაკგურკი განიხილავს ქვეყნის უსაფრთხოების საჭიროებებს, სამხედრო ოპერაციების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას, ასევე მძევლების გათავისუფლების საკითხს და დასავლეთ სანაპიროზე მოძალადე ექსტრემისტული პირების შეკავების აუცილებლობას". – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
7 ოქტომბერს ისრაელში „ჰამასის“ შეჭრის დროს, როცა 240-მდე მძევალი იქნა გატაცებული, დაიღუპა 1200 ადამიანი. ისრაელის საპასუხო ოპერაციის განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობა 11 300–მდეა.