
ბაიდენი – "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი პირების ოჯახებს: გამაგრდით, მჯერა, ისინი გათავისუფლდებიან
14/11/2023 17:33:01 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი პირების ოჯახებს დამაიმედებელ გზავნილს უგზავნის.
მისი თქმით, იგი მძევლების გათავისუფლების საკითხის მოგვარებაში ჩართულ პირებს ყოველ დღე ესაუბრება.
"მე მჯერა, რომ ეს მოხდება, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალებზე საუბარი არ მინდა. გამაგრდით!", – ასე მიმართა ბაიდენმა მძევლების ოჯახებს.
7 ოქტომბერს ისრაელში „ჰამასის“ შეჭრის დროს, როცა 240-მდე მძევალი იქნა გატაცებული, დაიღუპა 1200 ადამიანი. ისრაელის საპასუხო ოპერაციის განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობა 11 300–მდეა.