Accentnews.ge
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა „ჰამასის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა „ჰამასის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს

14/11/2023 16:03:07 მსოფლიო

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა „ჰამასის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღეს.

აშშ აღნიშნავს, რომ სანქციების მესამე რაუნდი დაჯგუფების საკვანძო წევრებსა და მექანიზმებს ეხება, რომელთა მეშვეობითაც ირანი დახმარებას უწევს „ჰამასსა” და “პალესტინის ისლამურ ჯიჰადს”.

სასანქციო სიაშია 7 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი. მათ სამოგზაურო აკრძალვა, აქტივების გაყინვა და იარაღის ემბარგო დაუწესდათ.

საქცირებულ პირთა შორისაა "პალესტინის ისლამური ჯიჰადის" წარმომადგენელი ირანში ნასერ აბუ შარიფი, ასევე ლიბანში დაფუძნებული კომპანია, რომელიც "ჰამასსა" და თეირანს შორის სავარაუდოდ, ფულად გადარიცხვებს ახორციელებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S